logo_geo
eng_logo
ბიძინა ბარათაშვილი: დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას
- +

29 აგვისტო. 2016. 14:58



ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის „დინამოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს.



ძვირფასო მეგობრებო

2 დღეა ინტერნეტ სივრცეში და ახლა უკვე პრესაშიც ვრცელდება ინფორმაცია ჩემი თბილისის დინამოს" გენერალურ დირექტორად სავარაუდო დანიშვნის შესახებ. ბევრმა თქვენგანმა პირადადაც კი მომილოცა ახალი სამსახური.

დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. მთელი აგვისტო მე ჯერ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გავატარე, შემდგომ კი არგენტინასა და ურუგვაიში გახლდით კერძო საქმიანი ვიზიტით. თბილისში 26 აგვისტოს დავბრუნდი 72-საათიანი უწყვეტი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ...

ამ ხნის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ მქონია თბილისის დინამოს" მფლობელ ბატონ რომან ფიფიასთან, რომელთანაც წლებია თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არც კლუბის სხვა ოფიციალურ პირებთან მისაუბრია.

ვერ გეტყვით, საიდან გაჩნდა ამგვარი ინფორმაცია, რადგან მე არც ჩემი კოლეგებიდან შემხმიანებია ვინმე დეტალების გასარკვევად!

აქამდე ტელეფონით ვპასუხობდი დაინტერესებულთა კითხვებს, მაგრამ დღეს უკვე ლელოშიც" დაიბეჭდა ცნობა და გადავწყვიტე საჯარო განცხადების გაკეთება.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და იქნება თბილისის დინამოს" ცხოვრებაში ჩართულობა, მაგრამ სადღეისოდ მე უკვე მეშვიდე წელია სილ TV-" 7 არხის გენერალურ პროდუსერად ვმუშაობ და პარალელურად საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ.

ასე რომ, ამ ეტაპზე ახალ სამსახურს არც ვეძებ და არც ამ საკითხზე რაიმე მოლაპარაკებაში არ ვარ ჩაბმული!" - წერს ბარათაშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner