მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი როგორც შავი ზღვის რეგიონის, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეფექტიან, საიმედო დაკავშირებას, რაც ცხადია გაზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს და განაპირობებს ჩვენი სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.