logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდება სომხეთსა და საქართველოს შორის - ჩვენ 100-ზე მეტი %-ით გაგვეზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა
- +

21 იანვარი. 2023. 21:15

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფანი არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მილი - აქ არის შესაძლებლობლების დერეფანი და ნიშნავს, რომ მას გააჩნია სხვადასხვა განშტოება და მათ შორის, სომხეთის მონაწილეობა ეკონომიკურ პროცესში, "- ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკაც ამას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდება სომხეთსა და საქართველოს შორის - ჩვენ 100-ზე მეტი %-ით გაგვეზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა. რეექსპორტის ჩათვლით, მილიარდზე მეტია 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის მონაცემით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner