logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: დღეს, საქართველოს შესაძლებლობები, როგორც სარკინიგზო გადაზიდვების, ისე საპორტო კუთხით არის ან უფრო მეტი ვიდრე ყაზახეთისა და აზერბაიჯანის, ან დაახლოებით მსგავსი
- +

21 იანვარი. 2023. 21:17

"დღეს, საქართველოს შესაძლებლობები, როგორც სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით, ისე საპორტო კუთხით არის ან უფრო მეტი ვიდრე ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ან დაახლოებით მსგავსი," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მშრალი ტვირთების გადაზიდვის კუთხით საქართველოს დაახლოებით 8 მილიონი ტონის გამტარუნარიანობა აქვს შავ ზღვაზე და დაახლოებით 7-8 მილიონი ტონის გამტარუნარიანობა აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.

„თუ სინქრონში არ განვითარდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები იგივე ინფრასტრუქტურული კუთხით, დერეფანს რა თქმა უნდა აზრი არ აქვს და მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ზუსტად ამისთვის, ჩვენ 2022 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. 24 ნოემბერს შედგა შეთანხმება, სადაც თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთი ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, შევადგინეთ ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, სადაც 4 წლის განმავლობაში განისაზღვრა, თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დერეფნის ეფექტიანობა გაიზარდოს, მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner