"ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ. ჩვენ ფორმალურ პროცესს, კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ," - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე, ჩვენ ფორმალურად შევარჩევთ დაინტერესებულ კომპანიებს, თუმცა არაფორმალურად ჩვენ ბევრ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომში გვეყოლება საიმედო და საინტერესო ინვესტორი პარტნიორი. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები, ისევ და ისევ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ კომპანიასთან გვექნება თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.