„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ აპირებს ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას.
„არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას. გავიმეორებ, რაც ერთხელ ვთქვი, 2012 წლამდე მისგან აქტიურობა ნამდვილად არ მახსოვს, რისი მომსწრეც ვართ 2012 წლის შემდეგ. შემიძლია, კონკრეტუილი ფაქტებიც მოვიყვანო. შემიძლია გითხრათ, როგორ კეთდებოდა ის პროექტები, რომლის ერთ-ერთი განსახიერებაც არის ელისაშვილი. კარგად მახსოვს, როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილის ხატი „რუსთავი 2"-სგან, გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო, როცა „რუსთავი 2"-ში ბუზი ვერ შეფრინდებოდა ნაციონალების გარეშე. ეს პროექტი გრძელდება 2012 წლის შემდეგაც. სპორტის სასახლის გარშემო, ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა უგულავას მმართველობის პერიოდში. იმ მშენებლობებს ვგულისხმობ, რაც წარიმართა უგულავას მმართველობის პერიოდში - უკანონო ნებართვები. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო ქალაქის დამახინჯების. სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში დამახინჯდა ქალაქი. გამწვანებაზე იგივე შეიძლება იქნას. 10-ათასობით ხე გაიჩეხა უგულავას მმართველობის პერიოდში. ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ გააპროტესტა მაშინ?! ხელებს ავწევ, თუ ასე იყო... თქვენ დამისახელეთ მოვლენა, როცა ალეკო ელისაშვილი უპირისპირდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდს!" - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.