logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: დავოსში, ბევრი საინტერესო ენერგეტიკული კომპანია იღებდა მონაწილეობას, შეხვედრები გვქონდა ლიდერ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს ენერგოპროექტებით დაინტერესდნენ
- +

21 იანვარი. 2023. 21:23

"დღეს, ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მსოფლიო პოლიტიკაში და ასევე ეკონომიკური პლატფორმებზე," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავოსში, ბევრი საინტერესო ენერგეტიკული კომპანია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ გვქონდა ლიდერ კომპანიებთა შეხვედრები. ამ კომპანიების მხრიდან არსებობს დაინტერესება საქართველოს ენერგოპროექტებით.

​ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი აქცენტი კეთდება ე.წ. მწვანე წყალბადზე. საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს გარკვეული პროგრესი.

გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელი იქნება სხვადასხვა პროექტის განხორციელების წელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner