logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას
- +

29 აგვისტო. 2016. 15:29



„დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა. ამ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.

 

„ლაპარაკი, რომ თურმე არ შეიძლება იმ საშინელი კადრების ჩვენება, არასწორია. გერმანელებმა სოფელ-სოფელ ატარეს ის ფირები, თუ რა ხდებოდა ბუჰენვალდსა და ოსვენციმში და მთელ გერმანიას აჩვენეს, მათ შორის, ბავშვებსაც. აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს.

 

წესით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბარიერი ვერ უნდა გადალახოს. სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემს ხმას. ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარი შვილების, როგორც გოგოს, ასევე ბიჭის, გაუპატიურებას აძლევს ხმას", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner