logo_geo
eng_logo
ჩიხუახუა სახელად სპაიკი მსოფლიოში უხუცესი ძაღლი გახდა
- +

22 იანვარი. 2023. 19:25

 

 

 

23 წლის ჩიხუახუა სახელად სპაიკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ამჟამად მცხოვრები ყველაზე მოხუცი ძაღლი. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ბოლო 13 წლისა სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაში რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლი ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა.

 

„ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და მას ნარჩენებით კვებავდნენ“, - იხსენებს კიმბელი.

 

მისივე თქმით, სპაიკი ახალ სახლს სწრაფად შეეჩვია და ფერმაში სხვა ცხოველებთან ურთიერთობაც მოსწონს.

 

„ძალიან მეგობრულია, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე თითქმის დაბრმავდა და ცუდად ესმის, ხანდახან გაღიზიანებულია და უბრალოდ უნდა, რომ ყველამ თავი დაანებოს“, - ამბობს კიმბელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner