logo_geo
eng_logo
ბექა ძამაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მტკიცებულება და საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაედგინა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
- +

22 იანვარი. 2023. 20:45

 

 

ბექა ძამაშვილმა „იმედის კვირასთან“ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპული სასამართლოსთვის დამაჯერებელი და სარწმუნო აღმოჩნდა სახელმწიფოს ვერსია იმის შესახებ თუ რატომ მოხდა გასროლა და სწორედ ამიტომ დაასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა.

 

„ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში შეაფასა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე ეს კონკრეტული სპეცოპერაცია. კონკრეტულად, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სპეცოპერაციის დროს ძალის, იარაღის გამოყენებას და შემდეგ უკვე იმსჯელა ამ კონკრეტულ სპეცოპერაციაზე, რომელიც სოფელ დუისში ჩატარდა და ევროპული სასამართლოს შეფასება ორივე მიმართულებით იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობა სტრასბურგის სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მტკიცებულება და საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაედგინა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - ამბობს ძამაშვილი.

 

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისვთის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner