პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის კომენტარს ეხმიანება:
„სააკაშვილი იძახის, თეთნულდის სათხილამურო კურორტის შექმნა ჩემი იდეა იყო, ამ პროექტს მე ვხელმძღვანელობდი და ახლა კვირიკაშვილმა ჯაჭვლიანს ჩააბარაო. მაგან თავის სოფელს მიხედოს იქ, სადაც აქვს და მე ჩემს სოფელში გამანებოს თავი", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.