დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციის აღსანიშნავად, უინძორის სასახლესთან მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „People“ ავრცელებს.
კორონაციის დღეებად 6-8 მაისია გამოცხადებული. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით, ზეიმი სამ დღეს გასტანს და უინძორის სასახლის წინ ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, რომელიც BBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზი და დედოფალი-კონსორტი იმედოვნებენ, რომ კორონაციის დღეებში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები მოვლენის აღნიშვნას მეგობრებთან, ოჯახთან ერთად შეძლებენ“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.