ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში წერს:
„ვენერა ობოლაშვილზე რეპორტაჟი პირველმა გავაკეთე. ციხეში ვიყავი ინტერვიუზე, ვრცლად და დეტალურად ისაუბრა სამივე მკვლელობაზე. მახსოვს, კვირები დამჭირდა, რომ დამევიწყებინა მისი მოყოლილი შემზარავი ამბები. არცერთი წამით არ შეიძლება მისი საქმის რომანტიზება. ძალიან მძიმე და საშიში ისტორია აქვს“, - წერს გოდერძი შარაშია.