„დავოსში გამართულმა ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს ახალი პერსპექტივა გაუხსნა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველოს როლი რეგიონში მკვეთრად გამოხატულია, რეგიონის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების გასაღები საქართველოს ხელშია, ჩვენი ქვეყანა აქტიურად არის ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების პროცესში, რომელიც გარკვეულ პროგრესს განიცდის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, აუცილებელია ახალი ჰესების მშენებლობა, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოახდენს ეკონომიკურ ზრდას და მნიშვნელოვნად გაამყარებს საქართველოს პოზიციებს, რომელიც ევროპისთვის არა რიგითი ქვეყანა, არამედ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება:
„ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესებთან და განახლებად ენერგიაში ინვესტიციების აუცილებლობაზე და ჩვენი ქვეყნის სრული პოტენციალის გამოყენებაზე გააკეთა აქცენტი, აღნიშნული ერთადერთი სწორი მიდგომაა, რადგან დაუშვებელია გამოუყენებელი დარჩეს საქართველოს პოტენციალი, გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი. საქართველოს, ასევე, მნიშვნელოვანი როლი უკავია, წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტში, რომელიც ელენერგიით ევროპას მოამარაგებს. თუ ჩვენ გვსურს, რომ არ ვიყოთ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, აუცილებელია ახალი ჰესების მშენებლობა, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოახდენს ეკონომიკურ ზრდას და მნიშვნელოვნად გაამყარებს საქართველოს პოზიციებს, რომელიც ევროპისთვის არა რიგითი ქვეყანა, არამედ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება!
საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ჩართულობით განხორციელდება, აღნიშნული საუკუნის პროექტია, რომელიც, პირველ რიგში, მსოფლიოსთვის საქართველოს საჭიროების ზრდას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერება/განვითარებას გამოიწვევს. ირაკლი ღარიბაშვილის სწორი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველო ევროპისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი ხდება“, - აცხადებს ჩიხელიძე.