logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამ სუბიექტების არათუ ფსევდო-ეროვნული მოძრაობის შექმნა, არამედ პოლიტიკაში ყოფნაც სირცხვილია ქართული პოლიტიკისთვის
- +

23 იანვარი. 2023. 15:53

 

 

„რუბლებზე დამოკიდებულმა ელენე ხოშტარიამ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ უტიფრად დააანონსეს ე.წ. ეროვნული მოძრაობის შექმნა. მათი ნულჯამოვანი ალიანსის წევრია ასევე ბოროტი კლოუნი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძისა და პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას, რომლის თანახმად სამი ოპოზიციური პარტია „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უკრაინისადმი სოლიდარობის ნებისმიერი აქციაც დიდი პოლიტიკური „მკრეხელობაა“ იმ სუბიექტებისგან, რომლებიც რუსეთის დესტრუქციული ინტერესების სასარგებლო იდიოტები არიან.

 

„რუბლებზე დამოკიდებულმა ელენე ხოშტარიამ და გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ უტიფრად დააანონსეს ე.წ. ეროვნული მოძრაობის შექმნა. მათი ნულჯამოვანი ალიანსის წევრია ასევე ბოროტი კლოუნი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ფინანსები კვლავ გაჰყვება კანალიზაციას ირიბი და პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სუბიექტების არათუ ფსევდო-ეროვნული მოძრაობის შექმნა, არამედ პოლიტიკაში ყოფნაც სირცხვილია ქართული პოლიტიკისთვის. უკრაინისადმი სოლიდარობის ნებისმიერი აქციაც დიდი პოლიტიკური 'მკრეხელობაა' იმ სუბიექტებისგან, რომლებიც რუსეთის დესტრუქციული ინტერესების სასარგებლო იდიოტები არიან“, - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner