logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
- +

23 იანვარი. 2023. 17:23

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის  სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

 

ოთარ ღვინაშვილი  საგარეჯოში  20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner