logo_geo
eng_logo
დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა
- +

29 აგვისტო. 2016. 15:40



დღეს  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციის დაწყებამდე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა  კობა კობალაძემ.



სამსახურის სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის პრეზენტაცია  დამსწრე საზოგადოებას  ამავე სამსახურის დეპარტამენტების უფროსებმა წარუდგინეს.  სამსახურის  ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა  და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა.



სტრუქტურაში შემავალი ყველა დეპარტამენტის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები სამსახურის დებულების მიხედვით შეიქმნა და თითოეული თანამშრომელი  ვეტერანების კეთილდღეობაზე ყოველდღიურ ზრუნვას ემსახურება.

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner