დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დაწყებამდე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.
სამსახურის სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ამავე სამსახურის დეპარტამენტების უფროსებმა წარუდგინეს. სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა.
სტრუქტურაში შემავალი ყველა დეპარტამენტის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები სამსახურის დებულების მიხედვით შეიქმნა და თითოეული თანამშრომელი ვეტერანების კეთილდღეობაზე ყოველდღიურ ზრუნვას ემსახურება.