ევროკავშირმა უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხი უკვე შეთანხმებულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
2022 წლის 17 ოქტომბერს ბრიუსელმა დაამტკიცა მეექვსე ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა უკრაინის შეიარაღებისთვის. მეექვსე ტრანშმა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში ევროკავშირის მთლიანი დახმარება 3.1 მილიარდ ევრომდე გაზარდა.
19 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს ბლოკავს. 23 იანვარს რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ უნგრეთმა ვეტო მოხსნა.