უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ტანკების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯის გადადგმაა დარჩენილი.
„ტანკების საკითხში დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი. ჩვენ უკვე მივიღეთ ბრიტანული Challenger-ები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. უკვე ვიღებთ ფრანგულ მსუბუქ ტანკებს. გვესმის, რომ საფრანგეთი ფიქრობს Leclerc-ის ტანკების მიწოდებაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოვა, ფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება პრობლემური იყო გერმანიისთვის.
„ასეთი ქვეყანაა, არსებობს სპეციფიკა, უნდა გავითვალისწინოთ ეს. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ყოველთვის ვიღებდით აუცილებელ შედეგს და ამ შემთხვევაშიც ასევე მივიღებთ“, -განაცხადა მან.