logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: ნატო არასდროს ყოფილა ისე გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა
- +

24 იანვარი. 2023. 01:37

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ უკრაინისათვის ტანკების მიწოდების საკითხი ნატოს ჰყოფს.

იმის თქმა, რომ ეს [საკითხი] ალიანსს ჰყოფს ან რაღაცნაირად საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას მაშინ, როდესაც ტანკების [მიწოდების] შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, ეს უბრალოდ გადაჭარბებულია“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ „ნატო არასდროს ყოფილა ისე მტკიცედ გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა“, თუმცა აღიარა, რომ ალიანსს „არასდროს ექნება თანხმობა თითოეული გადაწყვეტილების თითოეულ ასპექტზე“.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ეროვნული გადაწყვეტილებებია, ეს სუვერენული გადაწყვეტილებებია“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner