logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

9 მარტი. 2016. 18:58


ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს:


„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის აღსრულება. შესაბამისად,  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  რაოდენობის ზრდა ან შემცირება სამინისტროზე არ არის დამოკიდებული.

 

რაც შეეხება ევროსაბჭოს ანგარიშს პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, კერძოდ: 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 24 114 იყო, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 19 349, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 9 093, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 10 372, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი - 9 716 მსჯავრდებული/ბრალდებული.  აღნიშნული მონაცემი ყოველდღიურად ცვალებადია და სამინისტრო ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს.

 

საქართველოს მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხარდაჭერით მუდმივად ზრუნავს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რათა შემცირდეს პატიმართა რაოდენობა და დაინერგოს ზედამხედველობისა და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები (შინაპატიმრობა).

 

გარდა ამისა, მსჯავრდებულთა ვადამდე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით, სამინისტროს  5 ადგილობრივი საბჭო  ყოველთვიურად განიხილავს იმ პირთა საქმეებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს  სასჯელის  შესაბამისი ვადა.  მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ მექანიზმის მეშვეობით 1069 მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

 

რაც შეეხება დაწესებულებებში სიმჭიდროვის საკითხს, ციხის გადატვირთულობის პრობლემა აღარ არსებობს. მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები და ფართი დღეისთვის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც დასტურდება როგორც თავად ევროპის საბჭოს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებით. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე გათვალისწინებულია 4 კვ.მ ფართი", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner