logo_geo
eng_logo
ზვიად ავალიანი: საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს
- +

24 იანვარი. 2023. 11:25

 

 

„იცით, რას გეტყვით, ბატონებო? მიმიფურთხებია მე თქვენი ნეოლიბერალური კულტურისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა კერპები და ღმერთებიც გყავთ, ზუსტად იმ მასშტაბის კულტურა შექმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი ზვიად ავალიანი ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რა დროსაც „პოსტივის“ ჟურნალისტმა ბერძენიშვილს არაკაცი უწოდა.

 

როგორც ავალიანი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს თურმე არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს.

 

„ესე იგი რა ხდება ახლა: ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება, გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი, მოღალატეებად და აგენტებად გამოაცხადოს არა მხოლოდ ისტორიული ფიგურები, არამედ ამჟამად მცხოვრები ადამიანებიც (მაგალითად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია), მაგრამ თავად ლევან ბერძენიშვილის გალანძღვა თურმე უკულტურობაა. ჰოდა, იცით, რას გეტყვით, ბატონებო? მიმიფურთხებია მე თქვენი ნეოლიბერალური კულტურისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა კერპები და ღმერთებიც გყავთ, ზუსტად იმ მასშტაბის კულტურა შექმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჰოდა, კიდევ ორჯერ მიმიფურთხებია მე თქვენი ორმაგი სტანდარტებისთვის, სადაც საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს თურმე არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში“, - წერს ზვიად ავალიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner