logo_geo
eng_logo
რევაზ ნასიძე: მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რომ ზურგი შემექცია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიისთვის
- +

29 აგვისტო. 2016. 15:50



 სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" სექტემბრიდან მე-10 სეზონს იწყებს.  სერიალი,  რომელიც „რუსთავი 2"- ზე გადის, რამდენიმე მსახიობმა დატოვა. ამასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრამ" მსახიობებს კითხვით მიმართა, - რატომ დატოვეს სერიალი.


მსახიობ რევაზ ნასიძის თქმით, სერიალის დატოვების მიზეზი „GDS"-ის სერიალი „ქერჩი" გახდა, სადაც დიდი ბაბუის როლი  შეასრულა. აქვე მსახიობმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-დან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, „ნაციონალური მოძრაობისთვის და მისი ტელევიზიისტვის " ზურგის შექცევა გახდა.


„ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ ვარ. „GDS"-ის სერიალში „ქერჩი" ჩემი დიდი ბაბუა უნდა განმესახიერებინა.  ამბროსი შენგელია მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში იბრძოდა.

 

რადგან „რუსთავი 2"- სა და „GDS"-ს შორის გრაფიკს ვერ ვათავსებდი, „ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოვედი, თან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად ჩავთვალე, რომ ზურგი შემექცია „ნაციონალური მოძრაობისა" და მისივე ტელევიზიისთვის.

 

„ქერჩის" გადაღებების  შეწყვეტის შემდეგ სპექტაკლში ვითამაშე - თეატრალურ სარდაფში. მას შემდეგ, უკვე 6 თვეა, სხვა საქმით ვარ დაკავებული, ასე ვთქვათ, პაუზა მაქვს აღებული", - აღნიშნა მსახიობმა რევაზ ნასიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner