„თურმე ნუ იტყვი და როგორც კი რუსეთთან ფრენები აღდგება, აქ მეორე ფრონტი გაიხსნება, არა ქართველებს და რუსებს შორის, არამედ რუსებს და აქ მყოფ უკრაინელებს შორის და კასიანოვი ლტოლვილების სასწრაფო ევაკუაციას მოითხოვს. ამაზე მეტი მტრული განცხადება რა უნდა გააკეთოს ვითომ სტრატეგიულმა პარტნიორმა?“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, კასიანოვს ურჩევნია, თავის ხელისუფლებას მიმართოს და უკრაინიდან გააზრდევინოს და დააჩქარებინოს უდანაშაულო მოსახლეობის ევაკუაცია.
„თურმე ნუ იტყვი და როგორც კი რუსეთთან ფრენები აღდგება, აქ მეორე ფრონტი გაიხსნება, არა ქართველებს და რუსებს შორის, არამედ რუსებს და აქ მყოფ უკრაინელებს შორის და კასიანოვი ლტოლვილების სასწრაფო ევაკუაციას მოითხოვს. ამაზე მეტი მტრული განცხადება რა უნდა გააკეთოს ვითომ სტრატეგიულმა პარტნიორმა? კასიანოვს ურჩევნია, თავის ხელისუფლებას მიმართოს და უკრაინიდან გააზრდევინოს და დააჩქარებინოს უდანაშაულო მოსახლეობის ევაკუაცია, ცოტა ხანში ადამიანი რომ აღარ დარჩება იქ. ნეტავ გერმანიის, იტალიის, ირლანდიის და ა.შ. ქვეყნების მთავრობებსაც ასე მიმართავენ კასიანოვის მსგავსნი, სადაც მშვენივრად თანაცხოვრობენ უკრაინელები რუსებთან ერთად? და კიდევ, გავიდეს კასიანოვი ღამის თბილისში და ნახავს, როგორ მშვენივრად ერთობიან უკრაინელები რუსებთან ერთად“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.