„უკრაინის ელჩის განცხადებით, თუ რუსეთთან აღდგა ფრენები, ის დაიწყებს უკრაინელების ევაკუაციას.. როგორ გინდა ახლა თავი შეიკავო? ასეთი უმადურობა გაგიგია? ვინ არიან ეს „ნაგლები“? მოსკოვიდან დაფრინავენ თვითმფრინავები, პარიზში, ბერლინში, ვარშავაში, ვაშინგტონში, ვენაში, ბაქოში, სტამბოლში და რა ვიცი, მსოფლიოს ყველა წერტილში და სხვა ქვეყნებიდან არ გაჰყავთ თავიანთი მოქალაქეები? ტვინში სისხლი ჩამექცა, ასეთი რამ არასოდეს გამიგია.. ეგ კი არა ისე იქცევიან უკრაინის დღევანდელი ხელისუფალნი, დიდი სიამოვნებით გამოგვიცხადებდნენ ომსაც“, - ასე ეხმიანება ირაკლი ლატარია ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
როგორც ლატარია აღნიშნავს, 1 წელია ომი აქვთ და ერთი თვის წინ შეწყვიტეს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენთან აქვთ პრეტენზია.
„უკრაინის ელჩის განცხადებით, თუ რუსეთთან აღდგა ფრენები, ის დაიწყებს უკრაინელების ევაკუაციას.. როგორ გინდა ახლა, თავი შეიკავო? ასეთი უმადურობა გაგიგია? ვინ არიან ეს ნაგლები? მოსკოვიდან დაფრინავენ თვითმფრინავები პარიზში, ბერლინში, ვარშავაში, ვაშინგტონში, ვენაში, ბაქოში, სტამბოლში და რა ვიცი, მსოფლიოს ყველა წერტილში და სხვა ქვეყნებიდან არ გაჰყავთ თავიანთი მოქალაქეები? ტვინში სისხლი ჩამექცა, ასეთი რამ არასოდეს გამიგია. ეგ კი არა ისე იქცევიან უკრაინის დღევანდელი ხელისუფალნი, დიდი სიამოვნებით გამოგვიცხადებდნენ ომსაც. უკრაინელს თითქმის ყველაფერი უფასო აქვს ჩემს ქვეყანაში... გამოექცნენ ომს, საკუთარ მიწას არ იცავენ, ჩვენ ხელისგულზე ვატარებთ და მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები... ეს ის ხელისუფლებაა, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით გენერატორებს და თვითონ ამაში მილიონებს აკეთებენ. მართლა ძალიან გავმწარდი...
დავიჯერო ყველა ქვეყნიდან გაჰყავთ უკრაინელი სადაც მოსკოვიდან თვითმფრინავები მიფრინავენ? თუ მხოლოდ ჩვენთან აქვთ დიდი გული? ბოლო ბოლო რა უნდათ? რას გვერჩიან? მაინცდამაინც თბილისი ხარკოვივით მიწასთან უნდა იყოს გასწორებული, რომ მათ ჩვენ მოვეწონოთ? მიპასუხეთ ვინმემ, რას ითხოვენ? .... 1 წელია ომი აქვთ და ერთი თვის წინ შეწყვიტეს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენთან აქვთ პრეტენზია. წარმოგიდგენიათ? 11 თვე რუსეთთან ჰქონდათ ჩვეულებრივი ეკონომიკური თანამშრომლობა და მხოლოდ საქართველოსთან აქვთ დიდი გული... ამოვიდა ყელში .... შემოაწუწეს მიშა ჩემს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად, არ გამოუვიდათ და ახლა რაებს აკეთებენ, ხედავთ? ამდენი თავის დახრაც არ შეიძლება... დავიღალეთ...ჩვენც გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა...
P.S.: 2008-ში, ომიდან 2 თვეში, უკრაინამ დადო რუსეთთან ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და კონტრაქტით, ეგ იყო უკრაინის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონტრაქტი - რაც კი ოდესმე ჰქონიათ. ჰოდა რა მინდოდა მეთქვა? ველოდები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უკრაინელის გაყვანას, რადგანაც ყველგან დაფრინავს რუსული თვითმფრინავი“, - წერს ლატარია ფეისბუქზე.