logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

24 იანვარი. 2023. 18:30

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილი ისტორიკოსისა და ფილოლოგის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. მისი დამსახურება ფასდაუდებელია ამ დარგების განვითარებისთვის. იგი იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა  დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას“, - ნათქვამია პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner