logo_geo
eng_logo
„გიორგი პაპუაშვილი პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დაკვეთას “
- +

29 აგვისტო. 2016. 15:52



გიორგი პაპუაშვილი პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დაკვეთას, რაც ჩაშლილმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.



საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ არსებულ დაპირისპირების შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" საქმის „სკანდალური კულისების" შესახებ წერს.



გამოცემის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილის გუნდსა და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მორიგი სკანდალი 1  სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი.



ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებები უკვე ფონსაც ქმნიან, რომ სასამართლოში სხდომა 2 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო და ჩაიშალა, ვინაიდან 9 მოსამართლიდან მხოლოდ 4 გამოცხადდა.

 

 

რეალურად, იმ დღეს მოსამართლეებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ჰქონდათ და ამის შესახებ პაპუაშვილისთვის კარგად იყო ცნობილი. სტატიის ავტორი წერს, რომ იგივე მოხდება პირველ სექტემბერსაც: პაპუაშვილს ამჯერადაც აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეები სხდომაზე ვერ მივლენ და კვორუმი ვერ შედგება, მაგრამ აინც აქვეყნებს საქმის განხილვის თარიღს.

 

 

მას იმედი აქვს, რომ უკვე გასაჯაროებული კომპრომატებით" ხუთი მოსამართლიდან რომელიმე შეიცვლის პოზიციას, თუ არა და, ხელისუფლებიდან ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები მას მაინც ხელს აძლევს", - წერს გამოცემა.



„პრაიმტაიმისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილს სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ დასკვნაზე კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის ფარგლებშივე სურდა და არ უნდოდა, რომ ის პლენუმზე გასულიყო.



შესაბამისად, შედეგიც მარტივად გასათვლელი იყო - ორი ერთზე მოსამართლე მაია კოპალეიშვილის დასკვნას დაუჭერდა მხარს და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ოთარ სიჭინავამ, რომ მისი ალტერნატიული დასკვნის არსებობის შესახებ საჯაროდ განეცხადებინა.



სტატიაში საუბარია პაპუაშვილის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადებაზე, სადაც წერია, რომ გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ 23 აგვისტოს  შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მიერ დაყენებული შუამდგომლობის თაობაზე.



გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლეები ერთმანეთს 12 აგვისტოს, "რედისონში" შეხვდნენ, სადაც დიდი გარჩევის შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვდებოდნენ მოგვიანებით, უკვე ბათუმში.



ეს „მოგვიანებით" კი უკვე 23 აგვისტო იყო.



მერაბ ტურავა განმარტავს, რომ ზოგადად, მოსამართლეთა აცილების საკითხი მართლაც საქმის განხილვის დროს წყდება, თუმცა, თუ რომელიმე მოსამართლე გადაწყვეტდა თვითაცილებას, ამისთვის საქმის განხილვა არ არის საჭირო და შეიძლებოდა, ეს საორგანიზაციო პლენუმზეც მომხდარიყო.



სტატიის ავტორი დასძენს, რომ პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განცხადებით დაწყებული ბრძოლა ნამდვილად სახეზეა, თუმცა სულ სხვა მსხვერპლით და სხვა მოძალადით.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner