აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მომდევნო კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება.
ჯონ კირბის თქმით, უკრაინის პარტნიორებმა იციან, რომ უკრაინისთვის მომდევნო კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება, განსაკუთრებით დონბასში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღი არის ის, რაც უკრაინელებს მომავალში დასჭირდებათ. უკრაინის პარტნიორები ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე, - თქვა კირბიმ.