logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ხელისუფლება მხარს მიჭერს, რასაც ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვგრძნობ
- +

29 აგვისტო. 2016. 15:53



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას მის შესძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მოსაზრებაა და ხელისუფლება მას მხარს უჭერს, რასაც ყოველდღიური მუშაობის პროცესში გრძნობს.



„ხელისუფლება მხარს მიჭერს, რასაც ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვგრძნობ... რა თქმა უნდა, გარკვეულ შენიშვნებსაც ვიღებ, როცა ასეთი არსებობს... შესაძლოა, იყოს აზრთა სხვადასხვაობაც, რაც ზოგჯერ ხმამაღლა ჟღერდება, ეს დემოკრატიის გამოხატულებაა..." - განაცხადა დავით ნარმანიამ.


დავით ნარმანია ასევე შეეხო   ნუგზარ მალაღურაძის საკითხს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ნარმანიას  საკრებულოში  იცავდა.   როგორც მერმა აღნიშნა,  მალაღურაძეს დიდი ხანია იცნობს, რომელიც იმ პროექტებს და პროგრამებს კარგად იცნობს, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.

 

 „მალაღურაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, როცა მერობისთვის ვიბრძოდი. მას შემდეგ ჩვენი გუნდის წევრია.

 

მალაღურაძე კარგად ხედავს იმ პროექტებსა და პროგრამებს, რასაც ერთობლივად ვახორციელებთ და მისი რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო - სათანადოდ შეუტია ოპონენტებს, რომლებსაც ხმა ნამდვილად არ აქვთ ამოსაღები",- აღნიშნა ნარმანიამ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner