კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგების პროექტის დეტალებზე ისაუბრა. თბილისი მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია.
„მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით მოვაწესრიგებთ არსებულ სივრცეს და ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ რეაბილიტაცია. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოების ჩართულობით ჩავატაროთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე არსებული აბრეშუმის ქარხანას შენობა შენარჩუნდება და ახალ პროექტს შეერწყმება, იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მისივე ცნობით, პროექტზე არქიტექტურის კუთხით მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.