სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.
კოკა კაციტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების საქმიანობის გაცნობა და მათთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის დამყარება არსებითად ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის ეროვნული ომბუდსმენის საბჭოსთან (AOB) მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და ამ კუთხით მზადყოფნა გამოთქვა.
ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის Twining-ის ერთობლივ პროექტებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის და თანამშრომლობის საკითხებს.
კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვი და მომავალ თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს ნათია ფირაშვილი ესწრებოდა.