logo_geo
eng_logo
სოფო ხალვაში პროექტს „Check in Georgia“ მიესალმება
- +

29 აგვისტო. 2016. 15:58



პროექტ "Check In Georgia" ფარგლებში ფოთში 25 ივლისს კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს.  ერთ- ერთი მომღერალი სოფო ხალვაში „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც მომღერლების, ასევე მსმენელის განვითარებითვისაც.


„კარგია,რომ მოიფიქრეს  „Check in Georgia"- ას ფარგლებში კონცერტები,  მე მქონდა ფოთში კონცერტი, რისგანაც მეც ნასიამოვნები დავრჩი და ასევე მსმენელიც.  რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სახის საღამოები, მით უფრო კარგია ჩვენთვის, როგორც მომღერლებისთვის, ასევე მსმენელისთვისაც", - აღნიშნა სოფო ხალვაშმა. მისივე თქმით, კარგია, რომ ჩამოჰყავთ საზღვარგარეთიდან მომღერლები, თუმცა ამის გამო ქართველი მომღერლები ჩრდილში იმყოფებიან.


„კარგია, რომ ჩამოჰყავთ  უცხოელი მომღერლები, ამას მივესალმები,  ძალიან კარგია  ჩვენთვისაც  და ზოგადად მსმენელის განვითარებისთვისაც. რაღაცა  სხვანაირად უყურებს მერე,  სხვანაირად უსმენს  თაობაც, რომელიც  მოდის და  სხვანაირი პოპულარიზაცია ეწევა  მუსიკას. მაგრამ ძალიან ცუდია მეორე მხრივ - რაღაც  ჩრდილში იმყოფებიან  ქართველი მომღერლები.  საქართველოს სახე არის  კულტურა და სპორტი და აქედან  გამომდინარე  უნდა იყოს ხელშეწყობილი მაქსიმალურად.  მხოლოდ მაშინ არ უნდა ახსენდებოდეთ  კულტურა, როდესაც  სჭირდებათ, მაგალითად,  საზღარგარეთ საქართველოს დღეეები და ასე შემდეგ.  მანამდეც უნდა შეუწყონ ხელი  მომღერლებს  იმისთვის, რომ განვითარდნენ. აქედან გამომდინარე,  რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა  შეეძლოთ  მომღერლებს, რომ თვითონ  თავიანთ თავზე იმუშაონ, მაგრამ სტიმული სჭირდებათ",-  განაცხადა მომღერალმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner