logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: რა შევარდნაზე იქაჩება, ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი „შევარდნა“ მერიაში და მერე გულწასული მისი მობრუნება
- +

25 იანვარი. 2023. 17:16

 

 

„რა შევარდნაზე იქაჩება, ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი „შევარდნა“ მერიაში და მერე გულწასული მისი მობრუნება ან რევოლუციის დაანონსება რაღა იყო, ვისთან ერთად აპირებს პარლამენტზე შტურმს, ცისკარიშვილთან თუ გოროზიასთან ერთად? ან ასეთ „პოლიტიკოსს“ როგორ უნდა წამოგცდეს, ვერანაირ მოცემულობაში რომ ვერ უგებ „ქართულ ოცნებას“, როცა ათი წელია გაყალბებაზე გაჰკივის ოპოზიცია და მისი არასამთავრობოები“, - ამ სიტყვებით ეხმაურება წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, კაცი რომ ასეთ განცხადებას გააკეთებს და მასზე დაიდება ფსონი, იმ პარტიის საქმე დამთავრებულია.

 

„აი, ამ განცხადების გამკეთებელ კაცზე რომ დაიდება ფსონი, იმ პარტიის საქმე დამთავრებულია. ან რა შევარდნაზე იქაჩება, ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი „შევარდნა“ მერიაში და მერე გულწასული მისი მობრუნება ან რევოლუციის დაანონსება რაღა იყო, ვისთან ერთად აპირებს პარლამენტზე შტურმს ცისკარიშვილთან თუ გოროზიასთან ერთად? ან ასეთ „პოლიტიკოსს“ როგორ უნდა წამოგცდეს, ვერანაირ მოცემულობაში რომ ვერ უგებ „ქართულ ოცნებას“, როცა ათი წელია გაყალბებაზე გაჰკივის ოპოზიცია და მისი არასამთავრობოები. მოკლედ, იმაზე ცუდად არის საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა. იქით მელია, რომელსაც ჰგონია, რომ სიარულით უფრო ხალხმრავალი გამოჩნდება მიტინგი და აქეთ ხაბე“, - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner