logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: დღეს კახა კალაძემ თქვა, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგებაო
- +

25 იანვარი. 2023. 20:31

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"და მართლაც... დიდი მადლობა ბატონ ბიძინას!

თუ არ ვცდები, გასულ შაბათს შავმა ნოდარამ თავის გადაცემაში თავისივე მყრალი პირით გამოაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ,,ლაგუნა ვერე'' გაძარცვა და ისევ ჩვენ მოგვიგდო შესანახადო.
თან ხაზი გაუსვა, ჩვენაო, ჩვენი ჯიბიდან უნდა შევინახოთო, გადამხდელების ფული უნდა დაიხარჯოსო.
ამას ყოველ გადაცემაში გვახსენებს, ჩემი და ჩვენი ფულიო... არადა, ჭუტაანები ბიუჯეტში კაიხანია არაფერს იხდიან, მაგათ ანგარიშებს ინკასო ადევს, 10 თვეა ხელფასებს არ იძლევიან. თვითონ ამბობენ, მე კი არ ვიგონებ.

როცა სიუჟეტში ყვებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა ,,ლაგუნა ვერე'' მოგვიგდოო, თან ვიღაც შემთხვევით გამვლელს ალაპარაკებდნენ, აქ იმდენი ჯართი იყო, ვერ წარმოიდგენთო, ბლომად ეყარაო. ამატ კიდე, სუ წაიღეს და ჩააბარესო.
ჯერ ერთი, თუ ჯართი იყო, უნდა ჩაებარებინათ, აბა, რა უნდა ექნათ? მეორე - კაცმა გაზიმზიმებული აუზები და შენობები ჩაიბარა? მანამდე არ იყო გაპარტახებული? განა ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს აქციები არ გამოისყიდა? განა აქციები იმიტომ არ გაიყიდა, რომ გასავალი შემოსავალს აღემატებოდა და აზრი აღარ ჰქონდა?

მოკლედ, შავნოდარას მაინც ვერაფერს გავაგებინებ, რას ვუხსნი?

მე კი ძალიან მიხარია, რომ დღეს კახა კალაძემ თქვა, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგებაო. ამ გადაწყვეტილებისთვის მან მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

მართლაც, დიდი მადლობა, მეც (ალბათ თქვენც) ვუერთდები კახა კალაძეს, მშვენიერი საქმეა, საშვილთაშვილო!

თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრი:
,,პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, ჩვენ ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს, პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ. მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება სატრანსპორტო კუთხით. იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები და ავტოტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ მოწესრიგდეს ეს სივრცე, საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელი სივრცეები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტორები და საბოლოოდ შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი''.

ისე, მეგობრებო, თუ ,,ნაციონალები'' და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც მიბაძავენ ბიძინა ივანიშვილს, კარგი იქნება, ,,მოგვიგდოს'' პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა გიული ალასანიამ... მაგას სხვა რაღაცებიც აოხრია, სხვებსაც აოხრიათ, მოგვაყარონ უკან, თითო ლარად რომ დაითრიეს თავის დროზე!
დიახ, მოგვაყარონ და ნოდარას ფულს ხელს არ ვახლებთ, მხოლოდ ჩვენსას დავახარჯებთ. მაშ, მა რააააა!

ისე, მეც ვამბობ, რააა... ესენი რის მომცემები არიან, იქით არ წაგვართვან კიდევ.

წარმატებები, კახა კალაძეს!"- წერს გელა ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner