აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.
„Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტანკებია. ასევე უკიდურესად კომპლექსურია ექსპლუატაციისა და მომსახურების კუთხით. ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ამ ტანკების ეფექტურად მართვისთვის ბრძოლის ველზე. ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ჯარების მომზადებას ამ საკითხებზე, რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ამ ტანკების ბრძოლის ველზე მიწოდებას დრო დასჭირდება. დრო, რომელსაც ჩვენ დავინახავთ და გამოვიყენებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები სრულად არიან მზად აღნიშნული ტანკების თავიანთ თავდაცვაში ინტეგრირებისთვის“, - დასძინა ბაიდენმა.
გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. ამის შესახებ დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა Leopard-ის პირველ ტანკებს დაახლოებით სამ თვეში მიიღებს.