უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს Abrams-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივდივართ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.