"სწორედ იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 3 თვის განმავლობაში მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად იმუშავა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციების ეს ნაწილი არ გახდეს პრობლემა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„სწორედ იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 3 თვის განმავლობაში მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად იმუშავა. ოპონენტებთან ერთად მოწვეულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვიხილავდით თითოეულ საკითხს და შედეგად მმართველმა გუნდმა წარვადგინეთ კონკრეტული ინიციატივები. ეს ინიციატივები გულისხმობს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც საბოლოოდ კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ეს ცვლილებები გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და ველოდებით მათ დასკვნას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციების ეს ნაწილი არ გახდეს პრობლემა. ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი იქნება საუკეთესო ევროპული გამოცდილება და საერთაშორისო მიდგომები, რომელიც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და განვითარებას, და არა მის პოლიტიზებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.