logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა პოლიტიზებული იყო, კომპლექსური რეფორმების შედეგად, სასამართლოს მივეცით თვითგამორკვევის და თავისუფალი განვითარების საშუალება
- +

25 იანვარი. 2023. 23:53

 

"იუსტიციის სფერო იყო პროკურატურა, სადაც, პოლიტიკური გუნდის წევრი, იუსტიციის მინისტრი იყო გენერალური პროკურორი. პოლიტიზებული იყო პროკურატურა, სასამართლო სისტემა," - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კოპლექსური რეფორმების შედეგად სასამართლოს თვითგამორკვევის და თავისუფალი განვითარების საშუალება მისცა.

ჩვენს საზოგადოებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რა პირობებში მოუწია ხელისუფლებას რეფორმების გატარება - როდესაც 2012 წლამდე 24 000 პატიმარი ირიცხებოდა, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით არის დაახლოებით 9000 პატიმარი, მაშინ როდესაც 6 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადახდა მოუწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წაგებულის საქმეებისთვის; მაშინ როდესაც პატიმარი ციხიდან გამოდიოდა, იცით რა მდგომარეობაში გამოდიოდა და რა ვითარება იყო საპატიმრო დაწესებულებებში. ეს ყველას კარგად გვახსოვს. იუსტიციის სფერო იყო პროკურატურა, სადაც, პოლიტიკური გუნდის წევრი, იუსტიციის მინისტრი იყო გენერალური პროკურორი. პოლიტიზებული იყო პროკურატურა, სასამართლო სისტემა, გვახსოვს მედიასთან მიმართებაში რა ხდებოდა და გვახსოვს, როგორი რეკეტი ხორციელდებოდა ბიზნესზე. ამიტომ ჩვენ ამ კომპლექსური რეფორმების შედეგად, სასამართლოს მივეცით თვითგამორკვევის და თავისუფალი განვითარების საშუალება. გახსოვთ მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებები, ასევე ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები, რომ სასამართლო სისტემა უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი და არ უნდა ყოფილიყო ე.წ. წმენდა სასამართლო სისტემაში და მაქსიმალურად უნდა მომხდარიყო პოლიტიზებისგან დაცლა. გახსოვთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში პოლიტიკოსები შედიოდნენ. ამიტომ ამ ეს პოლიტიზებული სისტემა უნდა შეცვლილიყო, მოსამართლეთა კორპუსი უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი - ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ, მივეცით სასამართლოს თვითგამორკვევის და განვითარების უფლება და დღეს გვაქვს სასამართლო სისტემა, სადაც მოქალაქეს აქვს ნდობა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოუწოდებდნენ მაშინ ხელისუფლებას, რომ მოსამართლეებთან მიმართებით არ შეიძლებოდა აგრესიული განცხადებები, რომ ეს ხელყოფდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რომ სასამართლო კორპუსისთვის უნდა შექმნილიყო მეტი ბერკეტები და გარანტიები მათი დამოუკიდებლობისთვის. თავის განცხადებებში იმასაც კი წერდნენ, რომ აგრესიული ტონი შეინიშნებაო, დრეს იგივე ადამიანები, იგივე ორგანიზაციები გამოირჩევიან აგრესიული კამპანიით სასამართლოს წინააღმდეგ, სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობით და მოდიან მათივე მიერ რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ განცხადებებთან წინააღმდეგობაში. გახსოვთ რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეებს დასდევდნენ, ქუცაში ხვდებოდნენ და მიდიოდა ზეწოლა რომ თურმე, სასამართლო არასწორად გამოიტანა გადაწყვეტილება. გახსოვთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ მაშინდელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ბატონი გვარამია და სხვები, მიზანმიმართულად ეწეოდნენ სასამართლოს რეპუტაციის შელახვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner