logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს იქნება ულტრათანამედროვე, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმს და მთლიანად ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის
- +

26 იანვარი. 2023. 00:49

 

"პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და საკმაოდ მაღალია ნდობა, როგორც ინვესტორების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, კერძო კაპიტალით ასივე პროცენტით მოხდება ამ პროექტის დაგეგმილ ვადებში განხორციელება, რომელიც ბათუმს და მთლიანად ქვეყანას შეუქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე კიდევ უფრო მეტ კონკრეტულ ტურისტულ ტრაფიკებს შექმნის, ვინაიდან ეს იქნება ულტრათანამედროვე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, "- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მახარებს ის, რომ ჩვენ შევძლებთ როგორც ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები და ასევე კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს შესაძლებლობები. ამიტომ, ამ პროექტის მიმდინარეობას ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამ პროექტის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არქიტექტორთა და ინჟინერთა ჯგუფი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, არის 2022 წლის საუკეთესო არქიტექტურული ჯგუფი აშშ-ში და ეს კიდევ უფრო მეტად გვაძლევს ნდობას როგორც პროექტთან, ხარისხთან მიმართებით“, - განაცხადა რიჟვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner