logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილსა და ადეიშვილს სანდრაზე კომპრომატები ჰქონდეთ
- +

29 აგვისტო. 2016. 16:10


 

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას ეხმიანება და გაზეთ „ასავალ-დასავალთან"  ინტერვიუში  აცხადებს, რომ  მერაბიშვილსა და ადეიშვილს სანდრაზე კომპრომატები ჰქონდათ.

 

 

„ამ ქალბატონს ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა, ბევრჯერ იცრუა და სააკაშვილის რეჟიმის შესახებ არც ერთხელ არ უთქვამს სიმართლე. უცხოურ პრესაში ამბობდა, სტალინი და ბერია ქართველები არიან და საქართველოს დიახაც ძლიერი ხელი სჭირდებოდაო.

სანდრას მშობლებს სააკაშვილმა სახლი ისეთ ადგილას უყიდა ჭოპორტთან, სადაც არათუ ცხოვრება, სიარულიც კი აკრძალულია. ვილა, რომელიც სანდრას ქმარმა აჩუქა, სააკაშვილის წასვლის შემდეგ დაანგრიეს.

არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილსა და ადეიშვილს სანდრაზე კომპრომატები ჰქონდეთ, შესაძლოა, ამ ფაქტორების გამოა სანდრა სააკაშვილის მორჩილი, ისინი პოლიტიკური მეუღლეები არიან", - აცხადებს მამრაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner