logo_geo
eng_logo
სამეგრელოში ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
- +

26 იანვარი. 2023. 11:07

 

 

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა  მიმდინარეობს. პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად  5 310 000 ლარი გამოიყო.  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

 

გარდა აღდგენითი სამუშაოებისა,  სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკომპენსაციოდ, მთავრობის განკარგულებით, 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს.

 

„გვაქვს  ძალიან მყისიერი მოქმედება სტიქიიდან უმოკლეს ვადაში და ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო, რომ  მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდირება და კომპენსაციების დროულად გაცემა“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner