ბანგლადეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშის დროს სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ამის შესახებ პორტალი Oddity Central წერს.
მათი ცნობით, 17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს მან სატვირთო კონტეინერში დამალვა გადაწყვიტა, თუმცა ადგილობრივი პორტის თანამშრომლებმა კონტეინერი ჩაკეტეს და მალაიზიაში მიმავალ გემზე განათავსეს.
ბავშვმა კონტეინერში 6 დღე გაატარა. ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მას ბანგლადეშში დააბრუნებენ.