logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მათთან ქორწინება
- +

29 აგვისტო. 2016. 16:12



გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებას აქვეყნებს. მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ზუსტ განსაზღვრასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, რა არის მათთან ქორწინება.



„ქორწინების საკითხი, ზუსტად იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ჩვენ ვაპირებთ მის მიღებას კონსტიტუციაში, ბოლო წლების განმავლობაში არის მიღებული ევროპის არაერთი სახელმწიფოს მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ და მათ ჩათვალეს, რომ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი მდგომარეობისთვის და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება არანაირი ევროკავშირის რეგულაციებს, არანაირი დემოკრატიის პრინციპს. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მათთან ქორწინება. ზოგან არის მრავალცოლიანობა დაშვებული, ზოგან მრავალქმრიანობა არის დაშვებული, ზოგან არის დაშვებული ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება", - აცხადებს სოზარ სუბარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner