logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე, რაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია
- +

26 იანვარი. 2023. 15:37

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ინტერვიუს, რომელიც მან „თავისუფალ სივრცეს“ მისცა, „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ის მეთოდი, რომლითაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა, იყო თუ არა ქვეყნისთვის შეურაცხყოფა, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და ალბათ, ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

 

მისი თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

 

„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე ამერიკის პრეზიდენტი, რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე, რაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია! თქვენთვის არა, ქ-ნო აშშ-ს ელჩო?“ - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner