logo_geo
eng_logo
ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა
- +

26 იანვარი. 2023. 15:49

 

 

ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს.  ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

„ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან ერთად განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას.

 

ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა.

 

წელს იქნება მნიშვნელოვანი წელი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის მხრივ, 1000-მდე ოჯახისთვის განხორციელდება სახლების მშენებლობა. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის ლ ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა.

 

ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე ოჯახები, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო საცხოვრისით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner