logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველაფერზე საუბრობენ სახელმწიფოსთვის გაკეთებული ძვირადღირებული საჩუქრის ნაწილის გარდა
- +

26 იანვარი. 2023. 17:23

 

 

ბიძინა ივანიშვილის  ფონდ „ქართუს“ მიერ „ლაგუნა ვერეს“ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის საკითხზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ადამიანმა რამდენიმე ათეული მილიონის ქონება აჩუქა სახელმწიფოს და სპეციალურად ყველაფერზე საუბრობენ, გარდა საჩუქრისა.

 

თუ გადახედავთ „ნეტგაზეთის“, „ბიემჯის“ და სხვა სააგენტოების სტატიებს, გავიგებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ლაგუნა ვერეს“ გამოსყიდვა დაიწყო 2007 წლიდან. ჯერ გამოისყიდა ძირითადი ნაწილი, 79%.

 

შემდეგ გაგრძელდა დანარჩენი წილების გამოსყიდვა. ავიდა 97%-მდე.

 

საბოლოოდ 100% წილის გამოსყიდვა დასრულდა 2020 წელს. დღესაც რაღაც იურიდიული ნიუანსები არის დარჩენილი.

 

თუმცა, როგორც ჩანს, უკვე მიეცა იმის საშუალება, რომ ერთპიროვნულად გადაეწყვიტა და გადაეცა სახელმწიფოსთვის. მსგავსი რამ ბიძინა ივანიშვილს ბევრჯერ გაუკეთებია.

 

ვინც ჩახედულია, იციან, რომ ამ ორი წლის მანძილზე მიდიოდა (ახლაც გრძელდება) ამ ადგილის განვითარების კონცეფციის განხილვა. წარმოდგენილი ვარიანტი, ერთ-ერთი ვერსიაა და მაგაზე არ ვმსჯელობ. სპეციალისტებმა იმსჯელონ და შეაფასონ განხილვის პროცესშიც და დასრულების შემდეგაც.

 

მე მხოლოდ იმ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ყველაფერზე საუბრობენ სახელმწიფოსთვის გაკეთებული ძვირადღირებული საჩუქრის ნაწილის გარდა.

 

როცა შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობის დაწყება სააკაშვილმა პირადად გახსნა და ამბობდა, ასეთი დარბაზი ევროპაში არ იქნებაო. როცა ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაინაცვლეს, „ბლექ სი არენის“ კრიტიკა დაიწყეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვასაც კი აპროტესტებდნენ.

 

გაიხსენეთ, რა ამბავი იყო დენდროლოგიური პარკის ირგვლივ. არადა, იმის გარდა, რომ დენდროპარკი ქვეყანაში ერთ-ერთი ლამაზი და კარგი დასასვენებელი ადგილია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რეგიონისთვის ტურისტული და ყოველმხრივი მიზიდულობის ცენტრია.

 

იგივე დამოკიდებულება იყო სხვა პროექტებზეც.  ხომ გვახსოვს „ციცინათელას“ თემა? ჯერ გააკეთა, სახელმწიფოს აჩუქა. როცა გაყიდვას აპირებდა წინა ხელისუფლება, ისევ გამოსყიდვა მოუწია და ისევ აჩუქა და ა.შ.

 

ესაა რეალობა. ამ საჩუქრებს აკეთებს იმ წნეხის და საინფორმაციო შეტევის ფონზე, რაც მის მიმართ ხორციელდება. ჰოდა, სხვათაშორის, ამ ფონზე, უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტი ხორციელდება.

 

იქნებ „ნაციონალური მოძრაობის“ საეჭვოდ გამდიდრებულმა წევრებმა ზიზღის ენის დაფინანსებაზე უარი თქვათ და ქველმოქმედებაში შეეჯიბროთ?! მით უმეტეს, რომ ბევრი რამ დასაბრუნებელი გაქვთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner