logo_geo
eng_logo
მუხიანში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა
- +

26 იანვარი. 2023. 18:03

 

 

გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე ამავე მწერლის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა.

 

სკვერში, დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი და  სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, დაიგო ბალახი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, განახლდა მოსასვენებელი პავილიონები. სკვერში განთავსდა მწერლის ცნობილი ფრაზების ამსახველი ინსტალაციები. გაწეული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  516 946 ლარი დაიხარჯა.

 

დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზურაბ ქაშიაშვილთან, ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებთან და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner