logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა სივრცის მოწყობას გეგმავს
- +

26 იანვარი. 2023. 18:37

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია კულტურის ცენტრის შიდა პერიმეტრის მოწესრიგებასა და გათბობის სისტემის მოწყობას გეგმავს.

 

2022 წლის ბოლოს მერიამ კულტურის ცენტრის ცენტრალური გათბობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ ტენდერი გამოცხადა. ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება. გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტში შენობის შიდა ინტერიერის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია 256 000 ლარი. შენობის ფართიდან და სარემონტო საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.

 

ამჟამად შენობაში ფუნქციონირებს საშემსრულებლო წრეები, მერიის გადაწყვეტილებით, პედაგოგები ფართით უსასყიდლოდ სარგებლობენ. ასევე მოქმედებს სხვადასხვა შეღავათები როგორც ბავშვებისთვის, ისე იქ დასაქმებული პირებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კასპის კულტურის ცენტრის გარე ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner