გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიაწვდის.
„უკრაინას Leopard-ის ტანკებს არაუგვიანეს მარტის ბოლომდე მივაწვდით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. გერმანიამ ასევე დაადასტურა, რომ Leopard 2-ის ტანკების სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტს დაუშვებს. გერმანული წარმოების იარაღის რეექსპორტი მოითხოვს გერმანიის მთავრობის ნებართვას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.